კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალგაზრდული გუნდის ტალანტთან ჟერარდ დეულოფეუსთან. იტყობინება Barcastuff.
18 წლის ფორვარდი “ბარსელონა ბ”-ში გამოდის. მისი კონტრაქტი კი 2013 წლის ივნისში იწურება. კატალონიურ კლუბს იმედი აქვს, რომ თავის აღზრდილთან ხელშეკრულებას კიდევ ოთხი წლით 2017 წლამდე გაახანგრძლივებს.
მიმდინარე სეზონში დეულოფეუს ანგარიშზე სეგუნდას 15 მატჩში 9 გოლია. შეგახსენებთ, რომ აქამდე არსებობდა ინფორმაციაც თითქოს ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ სიტის” სურდა.



