“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ დატოვა ინტენსიური თერაპიის განყოფილება და ამჟამად ჩვეულებრივ პალატაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 43 წლის სპეციალისტს ოპერაცია ჩაუტარდა. სანერწყვე ჯირკვლიდან მას 5 მილიმეტრის ზომის კვანძი ამოაჭრეს. საბედნიეროდ მეტასტაზები გავრცელებული არ არის, ამიტომაც აღდგენით პროცესი უფრო ადვილად წარიმართება. საავადმყოფოში ტიტო ვილანოვა 3–4 დღეს გაატარებს.
უკვე დღეიდან საავადმყოფოში მისი მონახულება ახლობლებს შეეძლებათ. უახლოეს მომავალში ტიტოს 6 კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუწევს. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაუბრუნდება ის გუნდს ცნობილი არ არის.


