მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო: “ჩემი პრობლემები ახლა ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე შარშან”

ტიტო: “ჩემი პრობლემები ახლა ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე შარშან”

 

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ გუშინდელი ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს მიმართა, რომლებსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აუხსნა.

 

“შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ახლა ჩემი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე შარშან. კიბო სხვა ადგილში აღმომიჩინეს, ამიტომ მისი მკურნალობა გაცილებით ადვილია” – განაცხადა ვილანოვამ.

 

ოპერაციის გაკეთების შემდეგ ტიტო ვილანოვას 3–4 დღის საავადმყოფოში გატარება მოუწევს. 6 კვირის განმავლობაში მას ქიმიოთერაპია ჩაუტარდება. ზუსტი დრო, თუ როდის დაუბრუნდება ის გუნდს ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში