მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ვალდესთან გაახანგრძლივებს

“ბარსელონა” ვალდესთან გაახანგრძლივებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზად არის უახლოეს პერიოდში გუნდის პირველ მეკარესთან ვიქტორ ვალდესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. იტყობინება, Tutto Mercato. 

 

30 წლის ესპანელი კიპერის მიმდინარე ხელშეკრულება “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” ძალაში 2014 წლის ზაფხულამდეა, კლუბმა კი გადაწყვიტა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის შემდეგ კონტრაქტი ვალდესსთანაც გაახანგრძლივოს. 

 

წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” წარმომადგენლები ფეხბურთელთან ერთად მაგიდასთან უახლოეს პერიოდში დასხდებიან, ვალდესის ახალი კონტრაქტის პირობები ამ ეტაპზე უცნობი რჩება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში