
ესპანეთის ნაკრების ფორვავრდმა ფერნანდო ტორესმა გერმანიასთან მატჩის წინ მეტოქე გუნდის სიძლიერეზე ისაუბრა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მის გუნდს მსოფლიო თასის მოპოვების არც ისე ცუდი შანსი აქვს.
“მე მეამაყება, რომ აქ ვიმყოფები. ეს ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ და მოუთმენლად ველით გერმანელებთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვფიქრობ, გუნდს უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია.
გერმანიის ნაკრებთან ძალიან რთული მატჩი გვექნება. შესაძლოა, ფინალსაც უდრიდეს. ჩვენ ვიცნობთ მეტოქეს, ეს შემტევი გუნდია. ისინი ამ ტურნირზე ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.
მეოთხედფინალში მათ ოთხი გოლი გაიტანეს, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენც გვექნება შანსები, რადგან ისინი მოგებას შეეცდებიან, ბევრს შეგვიტევენ და ეს თავისუფალ ზონებს მოგვცემს.
ჩვენი მთავარი მიზანი გერმანიის დამარცხება და ფინალში თამაშია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს. კარგი იქნება, თუკი გამარჯვების გოლი ჩემს ანგარიშზე იქნება.
დავიდ ვილა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, საკვანძო ფიგურაა. ის მნიშვნელოვან გოლებს იტანს და მისი თამაში იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ”, – ტორესის სიტყვებს ციტირებს ფიფას ოფიციალური საიტი.
წყარო: Fifa.com


