workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ბაბუა

ბარსელონას ბაბუა

ეს პერსონაჟი პირველად 1924 წლის 29 ოქტომბერს გამოჩნდა ჟურნალ El xut-ის ფურცლებზე და მისი გაცოცხლება ჟოან კასალსმა შეძლო, რომელიც “ბარსელონას ბაბუის” სახით, პირველად 1984 წელს, გამპერის თასზე “ბაიერნი”-“ბოკა ხუნიორსის” მატჩზე გამოჩნდა “ნოუ კამპზე”. ის იმდენად მოეწონათ კულეებს, რომ ამ პერსონაჟის სტადიონზე ხილვა დღესაც შესაძლებელია.
ჟოან კასალსი ფანატური დაჯგუფება Penya Blaugrana de Guardiola de Berguedà-ს ოფიციალური წევრია. დონ ჟოანს პატარა რესტორანი აქვს El racó de l’avi (ბაბუას კუთხე) და ჩუჩუნებს თავისთვის.
როდესაც 1992 წელს ბლაუგრანამ არსებობის მანძილზე პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო, კასალსმა ინჩასებს პირობა მისცა, მეორედაც თუ მოვიგებთ ამ ტიტულს, წვერს გავიპარსავო. 2006 წლის 10 ივნისს, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში გამარჯვებიდან სამი კვირის თავზე დანაპირება შეასრულა და წვერს შეელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში