მესუთ ოზილი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც “ბარსელონა” გერმანიაში აკვირდება. გასულ ღამით “Cadena Ser”-მა განაცახადა, რომ “ბარსელონა” დაინტერესებულია მარინის შესაძლებლობებით და სისწრაფით.
გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინავს ახალგაზრდა ტალანტების წყალობით, რომლებმაც გერმანული ფეხბურთი გამოაცოცხლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მესუთ ოზილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად ითვლება მუნდიალზე, მაინც მარკო მარინი არის ის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც უშუალოდ ერგება იოჰამ ლოვის ტაქტიკურ სქემას. თუმცა ასეთი კონკურენციის წყალობით, მარკომ მხოლოდ და მხოლოდ 30 წუთი ითამაშა სამხრეთ აფრიაკში.
ეს არის ფეხბურთელი, რომელიც უნაკლოდ იყენებს 60 კგ-იან სხეულს და 168 სმ-იან სიმაღლეს. მან “ვერდერში” 10-ნომრიანი მაისური მოირგო. მარკომ უკვე ითამაშა საიუბილეიო 50-ე მატჩი და ამ სეზონში 7 გოლის გატანა მოახერხა.
იმ შემთხვევაში თუ “ბარსა” მატას ტრანსფერს ვერ განახორციელებს, დაიწყებს ალტერნატიული ფეხბურთელის ძიებას… ასეთი კი ზუსტად მარკო მარინია.
[media=http://www.youtube.com/watch?v=YlMCNLUj0A4]
წყარო: www.sport.es

