workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

ტურე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა ვებ-გვერდებმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს, რომ იაია ტურე კატალონიიდან ინგლისში, კონკრეტულად კი მანჩესტერში გადაბარგდა. ინგლისური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება ესპანეთში გაიარა და “ქალაქელებთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სატრანსფერო თანხას არცერთი კლუბი ოფიციალურად ჯერ არ აკონნკრეტებს. ინგლისური და კატალონიური პრესის ცნობით, “მანჩსეტერ სიტის” 28 წლის ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 32 მილიონი ევრო (27 მილიონი ფუნტი) დაუჯდა.

გუნდის ნახევარდაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერების შემდეგ კომენტარი გააკეთა მანჩესტერელთა თავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ: “ჩვენ კიდევ ერთი ფანტასტიური ფეხბურთელი შევიძინეთ. ძალიან მოხარული ვარ იაიას ჩვენთან გადმოსვლით. ყველამ იცის, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა დიდი ხნის განმავლობაში გვსურდა. ტურე “ბარსელონაში” უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა და დარწმუნებული ვარ მისი კლასი და გამოცდილება დიდ სამსახურს გაგვიწევს” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ტურე “ბარსელონაში” 2007 წელს გადავიდა და 3 სეზონის მანძილზე, კატალონიელთა რიგებში ჩატარებულ 118 მატჩში თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა.

წყარო: fcbarcelona.cat, mcfc.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში