ლონდონური კლუბი უერთდება “ჩელსის”, “მილანს” და “სიტის” შვედი ფორვარდისთვის ბრძოლაში.
ჰარი რედნაპის “ტოტენჰემი” დაინტერესებულია ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს. სანდრო როსელის გაპრეზიდენტების შემდეგ, ყველანი ვარაუდობენ, რომ მოსული და წასული ფეხბურთელების რიცხვი მოიმატებს.
რედნაპს სჭირდება გარანტია იმისა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად იასარეზებს. ამის განასხორციელებლად კი მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებას აპირებს. რედნაპის აზრით, 28 წლის ფეხბურთელი სწორედ ზედგამოჭრილია. მიუხედავად დიდი ინტერესისა, როგორც ჩანს, ლონდონური კლუბი არ აპირებს “ბარსელონას” მიერ მოთხოვნილი თანხის(36.4 მილიონი ევრო) გადახდას.
წყარო: www.sport.es

