მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაზაფხულის თბილი საღამო

გაზაფხულის თბილი საღამო

 

გასული სეზონის ბოლოს დამშვიდობება მოხდა ”ბარსელონას” ისტორიაში უდიდესს ადამიანთან. რა თქმა უნდა, მე ხოსეპ გვარდიოლაზე ვსაუბრობ.

მან ”ნოუ კამპზე” 4 წელი გაატარა. ასეთი გრძელი და ასეთი მოკლე. მან მსოფლიოში მილიონობით კულეს შეაყვარა თავი. შეიძლება როგორც მწვრთნელი ის ყველას არ მოსწონდა, მაგრამ როგორც ადამიანი ის სამაგალითო იყო. უამრავი ტიტული მოიგო, ააფეთქა საფეხბურთო საზოგადოება, შემდეგ კი წავიდა…

ეს 5 მაისის თბილი საღამო იყო. ”ბარსელონა” დაუძინებელ მეზობელს მასპინძლობდა ”კორნელა ელ-პრატიდან” და კიდევ ერთხელ აჩვენა მას საფეხბურთო გაკვეთილი, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. 4 უპასუხო გოლი, ბრწყინვალე თამაში, ახალი და ახალი გოლები მესის შესრულებით – თუმცა ეს ყველაფერი ჩრდილში მოექცა. სტადიონზე მისული და ეკრანებთან მყოფი მილიონობით ადამიანი ხვდებოდა, რომ ეს იმ დღის მთავარი მოვლენა არ იყო. მთავარი იყო ის, რომ კლუბის ეპოქის კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებოდით. ადამიანს, რომელიც 4 წლის განმავლობაში თავდადებულად მუშაობდა კლუბისთვის – ხოსეპ გვარდიოლას.

ფინალური სასტვენის შემდეგ მატჩზე არავის უფიქრია. შეწუხებულ ”თუთიყუშებს” სტადიონის ჩუმად დატოვება მოუწიათ. ამ ადამიანის ყოველი სიტყვა ათასობით გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მილიონობით თვალი მისკენ იყო მიმართული. პეპს უდიდესს პატივისცემას და აღფრთოვანებას უჩვენებდნენ, თუმცა მისი გაშვება არავის სურდა. ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ ღამეს გვსურდა – ამ ფიგურის გულში ჩაკვრა იყო.

ხოსეპი ვერ გაექცა სტადიონის ოვაციებს, ვერც ფეხბურთელების მიერ ”აბურთავებას”, ვერც საპატიო დერეფანს. ვერ გაექცა ის ასევე მამაკაცურ ცრემლებს. სიხარულის ცრემლებს – დარწმუნებული ვარ, რომ დამშვიდობება მისთვისაც ძალიან რთული იყო.

ეს 4 წელი ზღაპარს გავდა. იყო ბედნიერების ცრემლები, იყო წყენა არასამართლიანი მაცრხისთვის. იყო წარმატებები და წარუმატებლობები, სიხარული და სევდა. ვერასდროს დავივიწყებთ ინიესტას გოლს ბოლო წუთზე ლონდონში. ანრის, რომელმაც მეორე ახალგაზრდობა განიცადა. აბიდალს, რომელმაც ”რეალს” გაუტანა.

მსურდა, რომ ის ღამე არასდროს დასრულებულიყო. რამდენი სითბო იყო ყოველ წამში. ბოლოს კი განშორების დრო მოვიდა, ის წავიდა. ვიმედოვნებ, რომ დაბრუნდება…

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=R3GmYYex4s8]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში