workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეირუშის აზრით ესპანეთს “ბარსას” სახე აქვს

კეირუშის აზრით ესპანეთს “ბარსას” სახე აქვს

გარდა” ბარსელონას” იმ 8 ფეხბურთელისა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში თამაშობს, ესპანეთის ეროვნული გუნდის თამაშში შეინიშნება უამრავი ისეთი დეტალი, რაც მას პეპ გუარდიოლას გუნდს ამსგავსებს. კარლოს კეირუში უკანსკნელია იმათ შორის, ვინც აღიარებს “ბარსას” ამ გავლენას ესპანეთის ნაკრებზე.

ბარსელონური სტილი

კეირუშმა რეპორტიორებს განუცხადა: “ესპანეთის ეს ძლიერი ნაკლები, მთლიანად “ბარსას” სტილიდან მოდის, სტილიდან რომელსაც პეპ გუარდიოლას გუნდი თამაშობს”. მართალია კეირუშისა და პეპის დაპირისპირება ჯერ არასდროს ყოფილა, თუმცა პორტუგალიელმა იცის რას ნიშნავს “ბარსას” წინააღმდეგ თამაში, ვინაიდან ის 2003/04 წლის სეზონში “მადრიდის რეალს” წვრთნიდა.

ესპანეტის ნაკრების ხერხემალი

ესპანეთის ნაკრებში “ბარსას” ფეხბურთელების დომინანტობა მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ გავლენას, რაც კატალონიურ გრანდს ესპანეთის ნაკრებზე აქვს. “მთავარი ტვირთი როგორც კლუბში, ისე ნაკრებში ჩავისა და ინიესტას აწევთ. მათთან ერთად ძირითადში პუიოლი, პიკე და ბუსკეტსი. ნაკრებშია ცესკიც, რომელიც “ბარსას” აღზრდილია და ვილია, რომელიც სულ ახლახანს შეიძინა “ბარსელონამ” იმის გამო, რომ ის შესანიშნავად ჯდება მათ სათამაშო სტილში”.

სიმაო ეთანხმება კეირუშს

პორტუგალიელი ვარსკვლავი სიმაო სამბროსა, რომელიც თამაშობდა “ბარსაში” 1999–2001 წლებში და მას მერეც რეგულარულად უწევს “ბარსას” წინააღმდეგ თამაში, ვინაიდან მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავს, ეთანხმება პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს: “ჩვენ ყველამ ვიცით თუ როგორ თამაშობს ესპანეთი. ეს სტილი “ბარსას” თამაშის იდენტურია. ისინი დიდხანს ფლობენ ბურთს. მათ უყვართ ორი ან სამი შეხებით თამაში და ბურთის სწრაფი გათამაშება”.

წყარო: www.fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში