როგორც იქნა ფიფა გონს მოეგო. ამიერიდან სტადიონის დიდ ეკრანზე გაამეორებენ ყველა საეჭვო და სახიფათო მომენტებს. ერთიანმა ფეხბურთის ფედერაციამ ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ დააპირა, რაც კარლოს ტევესმა მექსიკასთან გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. ყველა მექსიკელი ფეხბურთელი მივიდა მსაჯთან. ისინი მოითხოვდნენ გამეორების ეკრანზე ჩვენებას, თუმცა მატჩის არბიტრ, რობერტო როზეტის ამის უფლება არ ჰქონდა. ფიფას განცხადებით, ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს და დიდ ეკრანზე გამეორების ჩვენება, მსაჯის ასეთი შეცდომების გამეორებას არ დაუშვებს, იტყობინება AP.
როგორც მოგეხსენებათ ინგლისის ნაკრებიც მსაჯის დაუდევარმა შეცდომამ შეიწირა. ფრენკ ლაპრარდმა შესანიშნავად დაარტყა გერმანელთა კარის მიმართულებით მაშინ, როცა ანგარიში 1:2 იყო, ბურთი ძელს მოხვდა და აშკარად ხაზის შიგნით დაეცა და შემდეგ გამოვარდა. ეს გოლი სტადიონზე მჯოდმმა გულშემატკივრებმაც კი დაინახეს; ვინც ვერ დაინახა, იყო მხოლოდ არბიტრი.
წყარო: sports.ru


