მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალკანტარა ტრავმირებულია

ალკანტარა ტრავმირებულია

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურში “სევილიასთან” მატჩში (3:2) მუხლის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა მუხლზე ტკივილები იგრძნო და მოედანი დატოვა. 

 

21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა, მაგრამ 16 წუთის შემდეგ მუხლის ტკივილის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. 

 

პირველმა სამედიცინო ტესტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს მარცხენა მუხლი დაზიანებული აქვს. უფრო დეტალური გამოკვლევა კი ტიაგოს დღეს ჩაუტარდება – იტყობინება “ბარსელონას” ოფიციალური საიტი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში