როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩი არგენტინასა და მექსიკას შორის. არგენტინის ნაკრებმა როგორც იქნა გააუმჯობესა თავისი შედეგი და თამაშში ძირითად დროში გაიმარჯვა. 1994 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მარადონას შეგირდებს არ დაუსრულებიათ ფლეი–ოფი ძირითად დროში: ანუ ფლეი–ოფის თამაში ყოველთვის დამატებით დროში და ზოგჯერ თერთმეტმეტრიანებში გადადიოდა. როგორც იქნა ამ ტრადიციას წერტილი დაესვა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ.
რაც შეეხება მექსიკას–ეს გუნდი აგრძელებს რეკორდის გაუმჯობესებას. მექსიკელები ზედიზედ მეხუთედ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში და ზედიზედ მეხუთედ განიცადეს მარცხი. ასეთი რამ ჯერჯერობით არცერთ ნაკრებს არ აქვს გაკეთებული. ხავიერ აგირეს ნაკრებმა, 1994 წელს ბულგარეთის ნაკრებთან განიცადა პირველი მარცხი 1/8 ფინალურ ეტაპზე თერთმეტმეტრიანების სერიაში, ანგარიშით 1:3 (ძირითადი დრო დასრულდა 1:1). 1998 წელი, მექსიკა 1:2 გერმანია. 2002 წელი, მექსიკა 0:2 აშშ. 2006 წელი, მექსიკა 1:2 არგენტინა. 2010 წელი, მექსიკა 1:3 არგენტინა.
წყარო: sports.ru