დელ ბოსკე: “ჩილეს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა”

დელ ბოსკე: “ჩილეს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა”

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გააკეთა კომენტარი კარზე მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუური ეტაპის მესამე მატჩის შესახებ, სადაც მისი შეგირდების მეტოქე ჩილეს ნაკრები იქნება.

“ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე, რათა დავიკავოთ ყველაზე მაღალი ადგილი და გავხდეთ ჩემპიონები. ამის მიუხედავად ესპანეთის ნაკრები თავის თავს ფავორიტად არასოდეს თვლიდა. ყოველ მატჩში ჩვენ პატივივს ვცემთ მოწინააღმდეგე გუნდს. ჩილე ძალიან ძლიერი გუნდია და მათ შეუძლიათ წინ წასვლა და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩილეს ნაკრებში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და ყველა მათგანი ძალიან სახიფათოა შეტევაში, მითუმეტეს კონტრშეტევებზე.”  განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს 1/8 ფინალში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლებს ხელს.

წყარო: soccer.ru 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია