მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი, რონალდო თვლის, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა–ბრაზილია მართლაც კარგი ფინალი იქნება. ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ დიეგო მარადონას შეგირდებს შეუძლიათ 1/8 ფინალში მექსიკის ნაკრების დამარცხება, ხოლო რაც შეეხება ბრაზილიას, მათ აუცილებლად უნდა დაიკავონ ჯგუფში პირველი ადგილი, რათა შემდეგ რაუნდში შეხვდნენ არც თუ ისე ძლიერ გუნდს.
“სამწუხაროდ მე ვერ ვიხილე არგენტინის თამაში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ იმიტომ, რომ იმ დროს ვარჯიში მქონდა. ვიმედოვნებ, მარადონას შეგირდები ფინალში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თუ ეს ფინალი შედგა, აბსოლიტურად ყველა ფეხბურთის მოყვარულს დღესასწაული ექნება და კმაყოფილი იქნება ასეთი შესანიშნავი დაპირისპირებით.” განაცხადა რონალდომ.
რონალდო მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და მან თავისი დიდი კვალი დატოვა მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში. ყველა დამწყებ ფეხბურთელს სურს მისნაირად თამაში. ახლა იგი ბრაზილიის ლიგაში თამაშობს. ასაკთან ერთად რონალდოს ჭარბი წონაც აწუხებს და სწორედ ესაა მისი 2010 წლის მუნდიალზე არ მონაწილეობის მიზეზი.
წყარო: soccer.ru



