ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ სიტყვები არ დაიშურა თავისი გუნდის ნახევარმცველების, სერხიო ბუსკეტსისა და ხაბი ალონსოს საქებლად, იტყობინება Marca: “მე ახლა ფეხბურთელი, რომ ვიყო, ვისურვებდი, რომ ისე მეთამაშა, როგორც სერხიო ბუსკეტსი თამაშობს. იგი მოედანზე ყველაფერს აუკეთებს და როგორც შეუძლია ეხმარება თავის გუნდს. იგი ძალიან მებრძოლო ფეხბურთელია. ასევე მინდა ვთქვა, რომ გუნდის კიდევ ერთი ნახევარმცველი ხაბი ალონსო ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს,” განაცხადა დელ ბოსკემ, რომელიც წარმატებით ართმევს თავს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობას. მისი მწვრთნელობის პერიოდში “ფურია როხამ” მხოლოდ ორი მატჩი წააგო.
წყარო:barca.ru



