workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიერი ანრი კიდევ ერთხელ ჩაიწერა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში

ტიერი ანრი კიდევ ერთხელ ჩაიწერა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ, გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეს შეხვედრა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, მისთვის იყო მე–17. ანრიმ გაიმეორა ფრანგი ლეგენდა მეკარის, ფაბიენ ბარტეზის რეკორდი. ბარტეზს ასევე 17 მატჩი აქვს ნათამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე. გუშინდელ თამაშში ტიტი, ჟიბრილ სისეს ნაცვლად ჩაერთო 55–ე წუთზე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან ცუდად ჩაატარა წლევანდელი მუნდიალი. მათ პირველი თამაში ურუგვაისთან გამართეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. შემდეგ იყო მარცხი მექსიკასთან, ანგარიშით 0:2. ბოლოს კი, მასპინძლებმა, სამხრეთ აფრიკელებმა “მამლებს” 2:1 სძლიეს. ასე და ამგვარად რაიმონ დომენეკს ჩანთების ჩალაგება მოუწევს.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში