workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport.es:”ბარსა” რაფინიათი დაინტერესდა

Sport.es:”ბარსა” რაფინიათი დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესდა გერმანული გრანდის “შალკე 04″–ის მარჯვენა მცველით რაფინიათი. კატალონიელები რაფინიაში დანიელ ალვესის შემცვლელს ხედავენ, იტყობინება Sport.es. წყაროზე დაყრდნობით გერმანული კლუბი თავის მარჯვენა მცველში 10 მილიონს ითხოვს. გერმანელებმა იგი ბრაზილიური “კურიტიბედან” 5 მილიონად იყიდეს. ეს ფეხბურთელი 2005 წლიდან “შალკეს” ღირსებას იცავს. მან გერმანელების მაისურით ჩატარებულ 153 მატჩში 7 გოლი გაიტანა, რაც მარჯვენა მცველისთვის არცთუ ისე ცუდი შედეგია. მას ნათამაშები აქვს ბრაზილიის 20 და 23 წლამდელთა ნაკრებებში. ბრაზილიის ნაკრებში კი მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, იგი დავიდ ვილას შემდეგ მეორე შენაძენი იქნება კატალონიელთათვის ამ ზაფხულს.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში