მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ტოტენჰემი” ბეილში 45 მილიონს ითხოვს

”ტოტენჰემი” ბეილში 45 მილიონს ითხოვს

ფეხბურთელის სურვილის გამო, რომ შეიცვალოს კლუბი და ”ბარსელონას” მხრიდან გამოჩენილი სერიოზული ინტერესის გამო ”ტოტენჰემმა” საკუთარი ლიდერი 45 მილიონ ევროდ შეაფასა. მარცხენა ვინგერს, რომელსაც დაცვაში და შეტევაშიც თამაში შეუძლია ლონდონელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, რომლებსაც მიუხედავად დიდი დანაკარგისა ბიუჯეტის კარგად შევსება შეუძლიათ.

”ბარსელონამ” უკვე იცის, რომ”ტოტენჰემი” ფეხბურთელში ასტრონომიულ თანხას ითხოვს, ამიტომაც ისინი 45 მილიონ ევროსთან მიუახლოვებული თანხის შეთავაზებასაც არ გეგმავენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი უარს იტყვის ასეთი ფეხბურთელისთვის ბრძოლაზე. ”ბარსას” ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ ბეილი გუნდს ბევრი მიზეზის გამო სჭორდება. მას გააჩნია შესაფერისი თვისებები, აქვს ძალიან დიდი ფიზიკური პოტენციალი, არის ახალგაზრდა, რათა განაგრძოს პროფესიული ზრდა (ის 22 წლისაა, ივნისში გახდება 23 წლის).

ყველაზე შესაფერისი ლატარელი

აბიდალის ავადმყოფობის გამო, რომელმაც ფეხბურთელი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი დროით ჩამოაშორა ფეხბურთს ”ბარსა” ვალდებულია, რომ მარცხენა მცველი შეიძინოს. სხვადასხვა ვარიანტებს შორის ყველაზე კარგი ბეილია, რომელმაც სეზონში 15 გოლის გატანა შეძლო, მათგან 3 ბურთი კი უელსის ნაკრებში გაიტანა. ის, რომ გარეტი უელსის ნაკრებში თამაშობს კიდევ ერთი პლიუსია, რადგან მას ნაკრებში ხშირი თამაში არ უწევს და ძალებსაც ზოგავს.

იმისთვის, რომ ლონდონელებმა თანხა შეამცირონ კატალონიურ კლუბს იმედი აქვს, რომ თავად ფეხბურთელი ჩაერთვება მოლაპარაკებებში, მიბაძავს რა მასკერანოს და ფაბრეგასს, რომლებმაც ”ლივერპული” და ”არსენალი” დაარწმუნეს ტრანსფერში. თამაშის ასეთი სტილი ლონდონურ კლუბზე ზეწოლას გაზრდის, რათა შეამცირონ ფასი ადეკვატურ და ”ბარსელონასთვის” მისაღებ თანხამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბეილს უფრო მეტი მომთხოვნი უჩნდება, თანაც ძლიერები სატრანსფერო ბაზარზე, როგორიც მაგალითად ”რეალია” კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ამშვიდებთ ის გარემოება, რომ ბეილის ერთ-ერთმა მსურველმა ცოტა ხნის წინ წარუმატებლობა განიცადა. საუბარი მდიდარ ”მანჩესტერ სიტიზეა”. ეს იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ჩანს ბეილი საკუთარ მომავალს მხოლოდ ”ბარსას” უკავშირებს.

ამას გარდა დიდი მნიშვნელობა ექნება მიუნხენში, ”ბაიერნსა” და ”ჩელსის” შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. თუკი ფინალში გამარჯვება რომან აბრამოვიჩის გუნდს დარჩება, მაშინ ”ჩელსი” გაინაღდებს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს, ხოლო ”ტოტენჰემი” თამაშგარეში დარჩება. ბეილი კი, რომელიც ოცნებობს ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში თამაშს უკვე აცხადებს, რომ შემდეგ სეზონში ისეთ გუნდში სურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში