ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ იმ 23 ფეხბურთელის გვარს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან 27 მაისს გამოაცხადებს. დელ ბოსკეს თქმით სიის გამოქვეყნებამდე ევროპაზე წასვლის შანსები კარლეს პუიოლსაც და დავიდ ვილიასაც აქვთ.
”ბარსელონას” ექიმმა, რიკარდ პრუნამ კი კარლესის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამორიცხა: ”კარლეს პუიოლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილოება გამორიცხულია”.
მეორეს მხრივ პრუნამ განაცხადა, რომ დავიდ ვილიას ჩემპიონატზე გამგზავრების დიდი შანსი აქვს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ასტურიელი თავდამსხმელი ესპანეთის სამეფო თასის ფინალში მონაწილეობას არ მიიღებს.
