მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყატარში გადასვლა რაულს გვარდიოლამ ურჩია

ყატარში გადასვლა რაულს გვარდიოლამ ურჩია

ესპანელმა თავდამსხმელმა, რაულ გონსალესმა პეპ გვარდიოლას რჩენა ჰკითხა ყატარში გადასვლის შესახებ.

”პეპმა მითხრა, რომ ყატარში ფეხბურთი ძალიან სწრაფად ვითარდება” – განაცხადა რაულმა ”ალ-სადში” პრეზენტაციის დროს.

გვარდიოლა საფეხბურთო კარიერის დასრულების წინ ყატარულ კლუბში, ”ალ-ახლში” თამაშობდა 2003-05 წლებში.

”მსურს, რომ ყატარყულმა ფეხბურთმა და ”ალ-სადმა” ჩემი გამოცდილებით სარგებელი მიიღოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ პერსპექტივაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს”.

მადრიდის ”რეალის” ლეგენდამ უკანასკნელი ორი სეზონის გერმანულ ”შალკეში” გაატარა და ძირითადის ფეხბურთელი იყო: ”მოლაპარაკებები 3 თვის წინ დაიწყო. ყატარული კლუბი მოხარული და ამაყია იმით, რომ შემადგენლობაში ყავს ისეთი ცნობილი ფეხბურთელი, როგორიც რაულია” – განაცხადა ”ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში