მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას ”ბარსა” პრიმერაში საშუალოდ 103 გოლს იტანდა

გვარდიოლას ”ბარსა” პრიმერაში საშუალოდ 103 გოლს იტანდა

გვარდიოლას ერა ”ბარსელონაში” პრიმერაში 412 გატანილი გოლით დასრულდა. ბოლო სეზონში გატანილი 114 გოლი პეპის გუნდის რეკორდული მაჩვენებელია.

სხვა სიტყვებით გვარდიოლას შეგირდებს პრიმერას შეხვედრაში საშუალოდ 2.7 გოლი გაჰქონდათ. ეს ყველაზე უკეთ ახასიათებს გუნდის გამარჯვებებისკენ სწრაფვას, რომელმაც თითქმის ყველა რეკორდი დაამხო. 114 გოლი სეზონში ერთ-ერთი მათგანია.

მესი მთავარი გმირი

412 გოლიდან ლეო მესიმ 138 გაიტანა, რაც 33.5 პროცენტია მთლიანი რაოდენობის. თუკი მხოლოდ ბოლოს სეზონის მაჩვენებელს ავიღებთ, მაშინ ლეოს შედეგი 43 პროცენტს აღწევს. გვარდიოლას პირველ სეზონში პრიმერაში ლეო 23-ჯერ გამოირჩა, მომდევნო სეზონებში კი 34-ჯერ, 31-ჯერ და 50-ჯერ.

ბოლო სეზონში გატანილი 114 გოლი 19 ფეხბურთელის ანგარიშზეა. 89 მათგანი – 78% კანტერანოების ანგარიშზეა. თუკი პოზიციურად დავყოფთ 8 გოლი მცველებმა გაიტანეს, 27 ნახევარმცველებმა და 77 თავდამსხმელებმა. დარჩენილი ორი გოლი ავტოგოლების შედეგია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში