მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MARCA: ”ბარსელონა” ბეილს შეუთანხმდა

MARCA: ”ბარსელონა” ბეილს შეუთანხმდა

”ბარსელონასთვის” მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მარცხენა მცველის შეძენა პრიორიტეტულია. სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად განიხილავენ ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელების კანდიდატურებს.

”მარკას” ინფორმაციით ”ბარსელონა” გარეტ ბეილს კატალონიურ კლუბში გადასვლაზე შეუთანხმდა. ”ბარსას” ხელმძღვანელები მზად არიან 40 მილიონი ევროს გადასახდელად, ახლა კი გარეტმა ”ტოტენჰემის” ხელმძღვანელები მის გაყიდვაში უნდა დაარწმუნოს.

ამავე წყაროს ინფორმაციით ფეხბურთელმა კატალონიელებთან 5 წლიან კონტრაქტზე განაცხადა თანხმობა, რომლის მიხედვითაც ის ყოველ სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში