მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მაქსველის წასვლის და ერიკ აბიდალის ავადმყოფობის გამო ”ბარსელონა” ეძებს ისეთ მარცხენა მცველს, რომელიც ტიტო ვილანოვას გუნდის ძირითადის ფეხბურთელი გახდება. პირველი კანდიდატი გარეტ ბეილია.

ტიტო ვილანოვასთვის დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება პრიორიტეტულია. ბეილი მისი ფავორიტია რამდენიმე მიზეზის გამო: ის ახალგაზრდაა (22 წლის), ძლიერია ფიზიკურად და კარგად შეუძლია კომბინაციური ფეხბურთის თამაში. ’ბარსას” სტილმა ევოლუცია უნდა განიცადოს, რადგან მეტოქეები უკვე ახერხებენ ასეთ სტილში მოთამაშე გუნდის შეფერხებას. საჭიროა მოულოდნელობის ელემენტის პოვნა.

ნათელია, რომ მარცხენა ფლანგზე უელსელით და მარჯვენა ფლანგზე დანი ალვესით გუნდი შეტევაში უდიდესი ძალებით წავა. ასევე საფიქრელია დაცვაზეც, მაშინ მეტი შანსი ექნება მარტინ მონტოიას, რომელმაც მიმდინარე სეზონში კარგი თამაში აჩვენა. ამას გარდა ის მეტად დაცვითი ფუნქციების შემსრულებელია, ვიდრე ალვესი. მარჯვენა ფლანგზე კონკურენციამ ორივე ფეხბურთელს უნდა შეუწყოს ხელი.

ბეილის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ”ბარსამ” ამდენის გადამხდელი არ არის. ტრანსფერის 10% კომპანია ”Stellar Group”-ში წავა, რომელსაც ფეხბურთელზე უფლებები აქვს. ასეთი თანხის გადახდა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ”მანჩესტერ სიტის” შეუძლია, თუმცა ”ბარსელონას” თავისი ხერხი აქვს, რომლის საშუალებითაც მოახერხა ალვესის, სანჩესის და ფაბრეგასის ტრანსფერების განხორციელება.

”ნოუ კამპზე” აინტერესებთ, სურს თუ არა თავად ბეილს ”ბარსაში” თამაში და მოახდენს თუ არა ის ”ტოტენჰემის” ხელმძღვანელებზე ზეწოლას, რათა შეიცვალოს კლუბი. ”ბარსელონა” დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ფეხბურთელი იბრძოლებს კატალონიაში გადასასვლელად. უელსელი ძალიან აფასებს ჰარი რედნაპს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდს ”შავი გასასვლელიდან” დატოვებს.

გარეტ ბეილი დატოვებს ლონდონს მხოლოდ ისეთი გუნდისთვის, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს. ის გრძნობს, რომ გამოწვევის მიღების დრო მოვიდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში