მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს და კუენკას თამაშის უფლება მისცეს

პიკეს და კუენკას თამაშის უფლება მისცეს

მცველმა და თავდამსხმელმა დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ თამაშის უფლება მიიღეს. ალექსის სანჩესმა აღდგენითი ვარჯიში მოედანზე დაიწყო. სეიდუ კეია კი დარბაზში ვარჯიშობდა.

გუნდი დღეს დაუბრუნდა ვარჯიშს, თანაც სერიოზული მატებით: ხერარდ პიკე და ისააკ კუენკა სრულად მომჯობინდნენ. ორივე მათგანმა სრული დატვირთით ივარჯიშა გუნდთან ერთად. ალექსის სანჩესიკ კი თავის მხრივ აღდგენით კურსს მოედანზე აგრძელებს. ჩილელმა კატალონიური დერბი ტრავმის გამო გამოტოვა.

სეიდუ კეიტამ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. კარლეს პუიოლი, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრავმის გამო გამოტოვებს არ ვარჯიშობდა. გუნდთან ერთად არ იმყოფებოდნენ ვილია, აბიდალი და ფონტასი. ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, ბარტრა, მონტოია და ტელიო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.

დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდა ტიტო ვილანოვა, რომელსაც სიცხე აქვს. გვარდიოლას თანაშემწე ვარჯიშებს ხუთშაბათიდან დაუნრუნდება. ”ბარსა” ”ბეტისთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას ხვალ გააგრძელებს. სავარჯიშო სესია ”სიუტატ ესპორტივაზე” ხვალ, 11 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში