შაბათის მატჩი ”ბარსელონასა” და ”ესპანიოლს” შორის გულშემატკივრებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. ”ბარსამ” მეტოქე 4:0 გაანადგურა და პოკერი ლეო მესიმ შეასრულა, ასევე ”ნოუ კამპი” დაემშვიდობა პეპ გვარდიოლას. განსაკუთრებული მომენტი მე-4 გოლის შემდეგ იყო, როცა ლეო მესი პეპ გვარდიოლასთან გადასახვევად მივიდა.
მატჩის 77-ე წუთზე ბუსკეტსი საჯარიმოში წააქციეს. მსაჯმა ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესმა პენალტი დანიშნა. მესის უკვე ჰეთ-ტრიკი ჰქონდა შესრულებულიდ ა მე-4 გოლის გატანის შანსი მიეცა. პენალტის შესრულებამდე ახალგაზრდა მეგობართან მიირბინა მასკერანომ და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მესიმ მას თავი დაუქნია, რამდენიმე წამში კი მე-4 გოლი გაიტანა.
გოლის გატანის შემდეგ ლეომ სათადარიგო სკამთან მიირბინა და პეპ გვარდიოლას თბილად გადაეხვია. მე-4 გოლი დამრიგებელს მიეძღვნა, რომელის 4 წლის განმავლობაში უდიდესს ნდობას უცხადებდა არგენტინელს. მესის ჟესტი ერთ-ერთი ულამაზესი მომენტი იყო დაუვუწყარი ღამის. ეს მომენტი კი თავში ხავიერ მასკერანოს დაებადა.
