მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესტიარტე კლუბს გვარდიოლასთან ერთად დატოვებს

ესტიარტე კლუბს გვარდიოლასთან ერთად დატოვებს

მანეულ ესტიარტემ კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელს ამცნო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის დატოვებს თანამდებობას. ესტიარტე გვარდიოლას მარჯვენა ხელი და კლუბის შიდა საქმეების მმართველი იყო.

”მე კლუბის პრეზიდნეტს ვაცნობე, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დავტოვებ. ჩვენ ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ და მინდა უზარმაზარი მადლობა ვუთხრა კლუბს, რომელმაც აჩვენა ნდობა ჩემს მიმართ და განსაკუთრებით პეპის მიმართ” – განაცხადა მან ”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას.

”მე ძალიან სევდიანი ვარ, თუმცა ამავდროულად ამაყი ვარ იმით, რომ კლუბს მეგობართან ერთად ვტოვებ. შეიძლება მე ვცდებოდი, თუმცა კლუბისთვის ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებდი, რომელიც ჭეშმარიტად მიმაჩნდა”. მანუელ ესტიარტე კლუბში 2008 წლიდან მუშაობს. ის გუნდის შიდა საქმეებს განაგებდა და პეპ გვარდიოლას ”მარჯვენა ხელი” იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში