მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენცია

ხოსეპ გვარდიოლასთვის საკმაოდ ამაღელვებელი დღე იყო 5 მაისი. იგი გამოემშვიდობა “კამპ ნოუს”. ის “ძალიან ნასიამოვნები და მადლიერი” არის. მწვრთნელმა ასევე აღნიშნა იმ ხალხის მნიშვნელობა, რომლებიც კლუბში მოღვაწეობენ. მისი თქმით, “ეს არის კავშირი, რომელიც სამუდამოდ გრძელდება”. მან პერსონალს უღრმესი მადლობა გადაუხადა.

 

“როდესაც მთელი მოედანი შენს სახელს სკანდირებს, ერთადერთი ის დაგრჩენია, რომ გაოცებულმა უყურო პუბლიკას. ძალიან ნასიამოვნები და მადლიერი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ. ეს არის კავშირი, რომელიც საუკუნოდ გრძელდება. არ არის მარტივი მიატოვო ასეთი ფეხბურთელები, ასეთი გუნდი. ისინი მუდამ ჩემს გულში იქნებიან. სწორედ ფეხბურთელები დამეხმარნენ იმაში, რომ გავმხდარიყავი უკეთესი მწვრთნელი. უდიდესი სიყვარული მომიძღვნეს და თითოეულმა მათგანმა ბრწყინვალედ იცის, როგორ მიყვარს ისინი”. 

 

ახალგაზრდული აკადემიის მნიშვნელობა  

 

პეპმა ასევე ისაუბრა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მიმდინარე სეზონში პირველ გუნდს შეუერთდნენ: “ისინი ბევრს გვეხმარებოდნენ. არ იყო მათთვის მარტივი, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობებს ბრწყინვალედ გაართვეს თავი. წელს ბევრი გოლი გავიტანეთ და ცოტა გავუშვით. ეჭვგარეშეა, რომ მათი ღვაწლი უდიდესია”. 

 

მას შემდეგ, რაც გვარდიოლას ჰკითხეს, ეგონა თუ არა, რომ პოკერის შემსრულებელი მესი გახდებოდა მატჩის მთავარი გმირი და არა თვითონ პეპი, ხოსეპს გაეცინა და განაცხადა: “ლეო მთელი სეზონის განმავლობაში ყურადღების ცენტრშია და მე არ მაქვს უფლება ვიეჭვიანო მასზე. ვუსურვებ, მომავალშიც იმავე შემართებით განაგრძოს. მე ყოველთვის ვცდილობდი მის დახმარებას, რათა გაეუმჯობესებინა თამაშის სტილი, ხოლო არგენტინელმა მე უკეთესი მწვრთნელად მაქცია”. 

 

ემოციური ცერემონია  

 

არგენტინელმა ფენომენმა მეოთხე გოლის გატანის შემდეგ გადაწყვიტა პეპ გვარდიოლას ჩახუტებოდა 90 000 მაყურებლის წინაშე. სხვა ფეხბურთელებიც ანალოგიურად მოიქცნენ: “ძალიან მასიამოვნა ამ ჟესტმა. ბედნიერი ვარ, რომ კლუბის ნაწილი გავხდი. უღმესი მადლობა ლიონელ მესის. უდიდესი სიყვარულს ვგრძნობდი ფეხბურთელებისგან და სწორედ ამან გაგვაერთიანა ყველა. ძალინ, ძალიან მიყვარს ეს ბიჭები”. 

 

პრეს-კონფერენცია 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=8oKMwTJ3RDo] 

 

ცერემონია

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZyzuV3pibs8] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში