ჩავი, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ხერარდ პიკე კვლავ განცალკევებით ვარჯიშობდა. სესიაზე მონტოია, ბარტრა და ტელიოსთან ერთად იმყოფებოდნენ სამპერი, ბაგნაკი, ერნესტო და ქუესადა,
დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე მთავარი სიახლე ჩავი ერნანდესის გამოჩენა იყო, რომელმაც გუნდის ბოლო 2 შეხვედრა კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა. ხერარდ პიკე დღევანდელ ვარჯიშზეც თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. ის ფეხბურთელები, რომლებიც ”მალაგასთან” ძირითად შემადგენლობაში იყვენენ მსუბუქად იტვირთებოდნენ.
დანარჩენი ფეხბურთელები კი სრული დატვირთვის ემზადებოდნენ შაბათს, ”ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრისთვის. სესიაზე როგორც წესი იმყოფებოდნენ მარტ ბარტრა, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო. ახალგაზრდული სისტემიდან გუნდთან ერთად ირჯებოდნენ სამპერი, ბაგნაკი, ერნესტო და ქუესადა.


















