მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაშერანოს წლევანდელ სეზონში გოლი არ გაუტანია!

მაშერანოს წლევანდელ სეზონში გოლი არ გაუტანია!

არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მაშერანომ წლევანდელ სეზონში გოლის გატანა ვერ მოახერხა. მაშერანოსთან ერთად გატანილი გოლების გარეშე რჩებიან აფელაი და ფონტასი.

ამ სეზონში “ბარსელონას” როგებში თავის გამოჩენა 20-მა სხვა და სხვა ფეხბურთელმა მოახერხა. თავის წინა კლუბში მაშერანო ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ დაცვითი ფუნქციები შეითავსა, სადაც თავისი თავი საუკეთესო თვისებებით წარმოაჩინა. არგენტინელი ერთადერთია “ბარსას” რიგებში, რომლემაც ამდენი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვერც ერთჯერ ვერ მოახრეხა მეტოქეთა დამწუხრება. დანარჩენებმა რომლებმაც აქამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს, სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

მას შემდეგ რაც სერხიო ბუსკეტსმა “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, “ბარსელონა” 20-ც “გამტან” ფეხბურთელს ფლობს. ამათგან 17-ი პირველი გუნდის წევრი ან აწ უკვე ყოფილი წევრია (20-ც ფეხბურთელში იგულისხმება მაქსველიც), ხოლო 3 “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელი : ტელო, სერხი რობერტო, მონტოია.

ეს “გვარდიოლას ეპოქაში”მეორე შედეგია, 2008-2009 წლებში მათი რიცხვი 15-ს შეადგენდა, 2009-2010 წლების სეზონებში კი 16-ს.  თუ მიმდინარე სეზონში გოლის გატანას ვერც აფელაი და ვერ მაშერანო ვერ მოახერხებენ მაშინ ბარსელონა სეზონს 20-ი ფეხბურთელით დაასრულებს, ხოლო თუ ამ ორმა მოთამაშემ შესძლო გოლების გატანა მაშინ “ბარსელონა” შარშანდელი სეზონის შედეგს გაიმეორებს.

ის რომ არგენტინელი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც რეგულარულად თამაშობს, მაგრამ ვერ ახერხებს გოლის გატანას, სულაც არ მიგვანიშნებს მის სუსტ თამაშზე, პირიქით “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელი  გოლს იმსახურებს ისე როგორც არავინ სხვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში