კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეორე მწვრთნელმა ჰენკ ტენ კანტემ განაცხადა, რომ ტიტო ვილანოვას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.
“ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება გახლავთ. ტიტომ მშვენივრად იცის კლუბის სტილი და ღირებულებები. ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში ის ძალიან სასარგებლო იყო. მან მშვენივრად იცის ყველა ფეხბურთელი. ეს იყო საუკეთესო არჩევანი ყველა შესაძლო ვარიანტიდან.”
“რაიკარდი და გვარდიოლა ძლიერი მწვრთნელები არიან. ეს სასწაულია, რომ ორივე პიროვნებამ ამ დიდ კლუბში 5 წელი გაატარა. ეს კლუბი ვულკანივითაა. ამდენი გამარჯვება ასეთ სტილში თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ორივე მწვრთნელმა ეს შეძლო. მათ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. ” – დაასრულა ტენ კანტემ.
