”ბარსას” კაპიტანმა გაამხილა, რომ გუნდი მოხარულია ტიტოს ვილანოვას დანიშვნით: ”მან იცის გუნდი და ჩვენი ფილოსოფია იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა ნებისმიერმა და მთელი ამ დროის მანძილზე პეპთან ერთად მუშაობდა. ის იდეალური პიროვნებაა ამ პროექტის გასაგრძელებლად”. პუიოლმა დაამატა, რომ ”გვარდიოლა ყოველთვის განსაკუთრებული იყო”.
კარლეს პუიოლმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის მთავარი სასაუბრო თემა პეპ გვარდიოლას წასვლა და მის ადგილზე ტიტო ვილანოვას დანიშვნა იყო. მან განაცხადა, რომ ”ფეხბურთელებს პეპის დარჩენა სურდათ”, მაგრამ მისი გადაწყვეტილების და მიზეზების გამო მან ახსნა: ”საუკეთესო სიახლე ისაა, რომ ჩვენთან ტიტო იმუშავებს. ის გააგრძელებს ამ პროექტს და აქვს ფეხბურთელების სრული მხარდაჭერა”.
პროექტი გრძელდება
პუიოლმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აირჩიეს ტიტო ამ თანამდებობაზე: ”მან იცის გუნდი და მისი ფილოსოფია ყველაზე კარგად. ძალიან კარგად ესმის ფეხბურთი და მუხლჩაუხრელად მუშაობდა პეპთან ერთად 5 წლის განმავლობაში. ფილოსოფია და იდეები იგივე იქნება. ის იდეალური პიროვნებაა ამ თანამდებობაზე სამუშაოდ”.
ფეხბურთელების ხასიათზე საუბრისას, მას შემდეგ რა პეპის წასვლა გადაწყდა პუიოლმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მისი. ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან იმაზე მეტი მოგვცა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ის მუდმივად მოგებისთვის გვათამაშებდა, პატივს სცემდა მეტოქეებს… ახლა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ შევეცდებით მისი გზის გაგრძელებას”.
პუიოლმა ასევე აღნიშნა, თუ რას გრძნობდნენ ფეხბურთელები ამ ამბის გაგების შემდეგ: ”თუკი ”ჩელსისთან” შეხვედრამდე გვკითხავდით გეტყოდით, რომ ის დარჩებოდა. 2 დღიანი დასვენების და მოსმენილი ინფრომაციების შემდეგ ველოდით, რომ ეს მოხდებოდა. ფეხბურთელები ყოველ დღე მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და იმედი გვქონდა, რომ ის დარჩებოდა. ჩვენ ყველაფერი გავიღეთ. მაგრამ როცა ზეწოლა ისეთი დიდია, როგორც მან ახსნა ძალიან რთულია მუშაობა. მწვრთნელობა მართლაც ძალიან რთულია, ის 24 საათი ფეხბურთზე ფიქრობდა”.
გვარდიოლამ ლეგენდარული გუნდი შექმნა
შეკითხვაზე, თუ როგორ მოიგონებენ პეპთან გატარებულ დროს კაპიტანმა განაცხადა: ”მე მემახსოვრება ყველაფერი, რაც კი მან მოგვცა. მისი გზა ფეხბურთის გააზრებისთვის. მან ლეგენდარული გუნდი შექმნა, რომელიც მუდმივად ემახსოვრებათ. იმედი მაქვს, რომ ის დამსახურებულად წავა იმის გამო, რაც მოგვცა. ფეხბურთელები გაერთიანებულები არიან”.
ხვალინდელ შეხვედრაზე კარლესმა ასევე გააკეთა კომენტარი: ”ისინი მოტივირებული იქნებიან მატჩის მოგებისთვის, როგორც ჩვენ. ჩვენ შევეცდებით კარგი მატჩის ჩატარებას, გავალთ მოედანზე და შევეცდებით იმის ჩვენებას, რასაც ბოლო წლებია ვაკეთებთ”.
მესი გვარდიოლას მადლიერია
პეპ გვარდიოლას გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე ლეო მესის არყოფნაზე კარლესმა განაცხადა: ”გადაწყვეტილების გაგების და ვარჯიშის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 4 კაპიტანი დაესწრებოდა კონფერენციას. ლეოს უნდოდა დასწრება, თუმცა შემდეგ წამოსვლა გადაიფიქრა. დანარჩენები თავისი სურვილით მივიდნენ კონფერენციაზე. ლეო მადლიერია ბოსის, ისევე როგორც მთელი გუნდი”.
