ეს არის ტექსტური ტრანსლიაცია, სადაც შეხვედრის დაწყებამდე შემოგთავაზებთ განახლებულ ინფორმაციებს. (დრო მითითებულია თბილისის დროით)
– 12:15 საათი. ”ბარსელონას” ფეხბურთელები ”ნოუ კამპის” ტერიტორიაზე იმყოფებიან. 11 საათზე დაიწყება უკანასკნელი სავარჯიშო სესია კლასიკომდე.
– 13:00 საათი. გუნდი უკვე ”ნოუ კამპის” მოედანზე იმყოფება, სადაც დახურულ კარს მიღმა პეპ გვარდიოლა გუნდს ბოლო დარიგებებს აძლევს.
– 15:00 საათი. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს. ამის შემდეგ ფეხბურთელები დასასვენებლად სახლებში გაემართებიან. გუნდი ”ნოუ კამპზე” 20:30 საათზე შეიკრიბება.
– 15:30 საათი. ”ნოუ კამპის” ტრიბუნებზე 90.000 სხვადასხვა ფერის სპეციალური ფურცელი რიგდება. შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრები მოზაიკას გააკეთებენ, რომლის ხილვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ. http://depor.e3.pe/ima/0/0/0/2/5/25913.jpg
– 15:45 საათი. მადრიდის ”რეალი” ბარსელონაში იმყოფება. აღსანიშნია, რომ გუნდთან ერთად არ იმყოფებიან ლასანა დიარა, რიკარდო კარვალიო, ჰამიტ ალტნტოპი და ნური შაჰინი.
– 16:00 საათი. რესტორან ”Via Veneto”-ში კლუბის ოფიციალური წარმომადგენლების სადილი შედგება. დელეგაციებს პრეზიდენტები, სანდრო როსელი და ფლორენტინო პერესი ხელმძღვანელობენ.
– 16:30 საათი. კლუბის წარმომადგენლების ოფიციალური სადილი რესტორან ”Via Veneto”-ში დაიწყო.
– 18:00 საათი. გულშემატკივრები უკვე ”ნოუ კამპთან” შეკრებას იწყებენ.
– 19:00 საათი. კლუბების დირექტორების ოფიციალური სადილი დასრულდა.
– 20:30 საათი. ”ბარსელონა” უკვე ”ნოუ კამპზე” იმყოფება.
– 20:35 საათი. ”ნოუ კამპზე” შესასველელები გაიხსნა.
– 21:05 საათი. მადრიდის ”რეალის” ძირითადი შემადგენლობა: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ალონსო, ხედირა, იოზილი, რონალდუ, დი მარია, ბენზემა.



