– საუკეთესო ბომბარდირები. ”რეალი” ერთ ნაბიჯში იმყოფება პრიმერას ახალი რეკორდის (107 გოლი) დასამყარებლად, ხოლო ”ბარსა” სადაცაა მე-100 გოლს გაიტანს.
– ყველაზე ნაკლები გაუშვეს. პრიმერას სხვა გუნდებისგან განსხვავებით ”რეალმა” და ”ბარსელონამ” ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს. კატალონიელებმა საკუთარ კარში 24 ბურთი მიიღეს, მადრიდელებმა 29.
– კარში ყველაზე მეტი დარტყმები. ”ბარსელონამ” მეტოქე გუნდების კარებში 256 დარტყმა განახორციელა, ”რეალმა” 270.
– ყველაზე ნაკლები დარტყმები მათ კარში. ორივე გუნდი მეტოქეებს ძალიან იშვიათად აძლევს საკუთარ კარში დარტყმის საშუალებას. ”ბარსას” კარში 88-ჯერ დაარტყეს, ”რეალის” კარში კი 114-ჯერ.
– ყველაზე მეტი საგოლე გადაცემები. გვარდიოლას შეგირდებმა 76 საგოლე გადაცემა განახორციელეს, 20-ით მეტი, ვიდრე მოურინიოს ფეხბურთელებმა.
– თითქმის თანაფარდობა თამაშგარეებში. კატალონიელები თამაშგარეში 111-ჯერ მოხვდნენ, მადრიდელები 114-ჯერ.
– ”ბარსას” უპირატესობა გადაცემებში. კატალონიელებმა 21.984 გადაცემა განახორციელეს (საშუალოდ მატჩში 666). ”რეალმა” 16.514 გადაცემა გააკეთა (საშუალოდ 500 მატჩში).
– გაცილებით მეტი ჯარიმა ”რეალს”. მადრიდელები 448-ჯერ დაჯარიმდნენ, მათზე კი 502-ჯერ. ”ბარსამ” თამაშის წესები 343-ჯერ დაარღვია, მათზე კი 535-ჯერ დაჯარიმდნენ.
– ყველაზე ნაკლები გაფრთხილება. პეპის შეგირდებმა 71 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს. მადრიდელები 82 ყვითელი და 5 წითელი ბარათით დასაჯეს.
– ”რეალმა” მეტი პენალტი შეასრულა. ”თეთრებმა” 11 მეტრიანის შესრულების უფლება 11-ჯერ მიიღეს, მათ კარში კი 1 პენალტი დაინიშნა. ”ბარსას” სტატისტიკა ამ მაჩვენებელში ასე გამოიყურება – 7:4.
– მესი და რონალდო თანაბრად მიდიან პრიმერას რეკორდზე. ორივე მათგანს 41 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელმა კარში 174-ჯერ დაარყა, პორტუგალიელმა კი 220-ჯერ.



