კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა და გუნდის ერთ–ერთმა მთავარმა ბურჯმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები მზად არიან ლონდონის “ჩელსის” დასამარცხებლად “კამპ ნოუზე” და ამაში მათი მთავარი იარაღი გულშემატკივრები იქნებიან, რომლებიც ბოლომდე დაუჭერენ მათ მხარს.
“ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ “ჩელსი” “კამპ ნოუზე”. რაც შეეხება შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯზე”, ჩემის აზრით წაგებას არ ვიმსახურებდით. ახლა ყველაზე მეტად გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება, რაც უდიდესი დახმარება იქნება მიუნხენში მოსახვედრად.” –თქვა პუიოლმა.
რაღა შეხსენება გინდათ, “ლურჯებმა” “ლურჯ–ბროწეულისფერები” მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს. ახლა ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც კატალონიაში სამშაბათს, 24 აპრილს გაიმართება.



