მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

თავის დროზე მე შეძლებისდაგვარად ვთარგმნიდი სვეტებს, რომლებსაც სიდ ლოუ, კარლეს რეშაკი, იოჰან კრუიფი და პიჩი ალონსო წერდნენ. მოხდა ისე, რომ ამ კეთილი ტრადიციის დარღვევა მომიწია, ახლა კი შევეცდები ისევ შემოგთავაზოთ საინტერესო სვეტები. არის საშუალება დაწყებული საქმე ისევ გავაგრძელო.

 

პეპ გვარდიოლამ ყურადღებით ჩახედა თვალებში ჟურნალისტს და გაუმეორა: ” – მე არასოდეს არავის არ მივცემ უფლებას, რომ იგი გაყიდოს ან გაცვალოს ვინც არ უნდა იყოს იმაში.” თქვენ ალბათ გაიფიქრეთ: “- რა გასაკვირია?!”. მაგრამ გვარდიოლა არ საუბრობდა არც ლეო მესიზე, არც ჩავიზე და არც ანდრე ინიესტაზე. მას მხედველობაში არც დანი ალვეში ყოლია ან სერხი ბუსკეტსი ან სესკ ფაბრეგასი. ეს სიტყვები ხავიერ მასკერანოს ეკუთვნოდა. ეს უბრალო სიტყვებიც არ ყოფილა. პეპმა იცის რას ამბობს.

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩელსი-ბარსელონას მოახლოვებულ ნახევარფინალურ მატჩის დროს ბარსელონას რიგებში სუსტი რგოლი იპოვონ საუბრობენ ნახევარმცველზე, რომელიც დაცვაში თამაშობს, ადამიანზე, რომელიც ფეხბურთელად კატალონიაში არ ჩამოყალიბებულა. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ფაქტიურად მასკერანომ საფეხბურთო გარდასახვა განიცადა, მან ფეხბურთის ყურება ახალი ხედით დაიწყო, ის მოთმინებით სავსეა, ისწავლა ბოძებული შანსის გამოყენება და მიიღო საკუთარი ბედი. წელს იგი მოედანზე ლა ლიგის მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში 24-ჯერ, ხოლო ლიგის 7 შეხვედრაში გამოვიდა და კატალონიელთა მნიშვნელოვან ფიგურადაც იქცა.

როდესაც მასკერანო ლივერპულიდან მიდიოდა, ხალხის დიდ მასას ვერაფრით გაეგო თუ, როგორ უნდა ეთამაშა ხავიერ მასკერანოს ბარსელონაში. რაც არ უნდა საკვირველი იყოს მათ რიცხვში თვითონ მასკერანოც შედიოდა. მისი ტრანსფერი უცბადვე განხორციელდა მას შემდეგ, რაც სესკ ფაბრეგასი ვერ გადმოიბირა ბარსელონამ, მისთვის სადებიუტო მატჩში კი ბარსელონამ ერკულესთან საკუთარ მოედანზე 0-2 დამარცხდა. იმ შეხვედრაში მასაკერანო ნელი იყო და საკმაოდ ხშირად კარგავდა ბურთს. მანვე აიკიდა ჯარიმა, რომელსაც გოლი მოჰყვა კატალონიელთა კარში და სავარაუდოდ გააგდებდნენ კიდეც, რომ არა პეპ გვარდიოლა, რომელიმაც იგი პირველი ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალა.

ვიღაცას ეჭვი ეპარება მის კარგ ფეხბურთელობაში, ვიღაცას მის სისწორეში. მეორენი კი გაოცებულნი არიან, როგორ შეიძლება ის ფეხბურთელი, რომელშიც არის გადახდილი 22 მილიონი ევრო და  არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანია თანახმა იყოს მეორეხარისხოვან როლზე მოედანზე. ის 26 წლის იყო, ასაკი რომლის დროსაც შეიძლება საკუთარ შანს ჩაუსაფრდე. ხავიერი მზად იყო იმდენ ხანს ელოდა რამდენი ხანიც დასჭირდებოდა. “-მე იდიოტი ვიქნებოდი, რომ მეფიქრა, ჩავის და ინიესტას დონეზე ვარ მეთქი.” თავის პირდაპირ კონკურენტს ამპლუის გათვალისწინებით, სერხიო ბუსკეტს კი იდეალური ფეხბურთელი უწოდა. “-ღვთის წყალობაა აქ ყოფნა. მე ბუსკეტსის თამაშს ვუყურებ და ვსწავლობ. მე მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ისე თამაში, როგორც მათ [ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი] ძალუძთ, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია.”

შესაძლოა მან უცბადვე დაისაკუთრა ძირითადში ადგილი, მაგრამ იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც მას გააჩნია თანაგუნდელების მიმართ პატივისცემის ღირსია. ის პატიოსნად ასრულებს თავის სამუშაოს, იგი ნებისმიერ მომენტსი მშვიდად არის. როცა საქმე სატირლადაა ის უბრალოდ უყურებს მომენტს. იგი არასდროს არ ამბობს უარს მასმედიასთან შეხვედრაზე. თავის თანაგუნდელებზე ყოველთვის აღფრთოვანებული საუბრობს, თითქოს ის ჯერ კიდევ ბავშვი იყოს, რომელსაც უფლება მისცეს ფეხბურთი ნამდვილ მამაკაცებთან ეთამაშა. “- მე მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. მე არ ვსაუბრობ მოგებებზე, არამედ იმაზე თუ, როგორ იმარჯვებს ბარსელონა, როგორ აკეთებს ამას.ეს ფეხბუხბურთის სხვაგვარი გაგებაა”_ თქვა მან.

“-მე მოვედი აქ, რათა ვისწავლო და მიმეღო სიამოვნება.”  ბარსელონა სექტას გავს, ხოლო მასკერანო არის ადამიანი, რომელიც იდეის გამო წარმატებით იქნა გარდაქმნილი. “-პეპი ყოველთვის მაოცებს დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილებით.”  არგენტინელის გონებაში ნახევარმცველის გაგება მალევე შეიცვალა. თუ კი ადრე არგენტინელი მხოლოდ ბურთის დევნაზე იყო კონცენტრირებული, პეპის წარმოდგენები დიამეტრიულად განსხვავდებოდა. უკან დახევა ან საერთოდ ჩაწევა იმისათვის, რათა პასებისათვის ახალი დიაპაზონი შეეთავაზებინა. არგენტინელმა შესანიშნავად ითვისა მწვრთვნელის გაკვეთილები: “- მე ახლა გაცილებით ცოტას დავრბივარ, მაგრამ ბურთით უფრო ხშირად ვარ. ახლა თავს გაცილებით დიდი დოზით ვთვლი თამაშში ჩართულად. გაიხსნა სწორად მოწოდებულ პასზე, აი რა არის აქ მთავარი.” 

მაგრამ ერთია პოზიციის არსის შეცვლა და მეორე პოზიციის შეცვლა. როგორც არ უნდა განავითაროს მან საკუთარი გახსნის უნარი პასის დროს, ბუსკეტსის დამაჯერებელი თამაში ჩამშლელის ზონაში მას შანს არ უტოვებდა. დაცვის ცენტრში უდიდესი დანაკარგების გამო კი გაიხსნა ახალი შესაძლებლობა. მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა და ამ ახალ როლს თავს წარმატებით ართმევდა, ამის დასტურია გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: აბიდალის ჯანმრთელობის გათვალისწინებით და დანიელ ალვეშის ვარიაციულობის გათვალისწინებით ის სამ მცველიან ტაქტიკასაც არაჩვეულებრივად მოერგო. “- საკმაოდ რთული იყო პოზიციის შეცვლა იმიტომ, რომ გული ნახევარდაცვისკენ მიმიწევს. პიკესთან და პუიოლთან მხარდამხარ თამაშისას კი თავს კომფორტულზე მეტად ვგრძნობ.”

ეს გრძნობა საპასუხოცაა. სწრაფი, აკურატული, პოზიციის შერჩევისას მყარი და რაც მთავარია, პარტნიორების დატოვება არ ეშინია, რათა ბურთი მოიპოვოს, საჭიროების შემთხვევაში წინ წასვლასაც არ ერიდება. მილანთან და ატლეტიკთან მან მხოლოდ ერთხელ დაარღვია თმაშის წესი და 27-ჯერ წაართვა მეტოქეს ბურთი, ბარსელონას ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე მეტჯერ. ამ შეხვედრებში კი ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა! სისწრაფე და სიტუაციის შეფასების უნარი – არისგანმასხვავებელი ნიშანი რაც მიჯნავს მასკერანო-მცველს. ასეთი წარმატებული თამაში კი განაპირობა სათამაშო ინტელექტმა და ჭკუამ.

როდესაც დანი ალვეშს კითხეს თუ ვინ იქნებოდა ყველაზე კარგი მწვრთვნელი მისი თანაგუნდელებიდან კარიერის დასრულების შემდეგ მან დაუფიქრებლად უპასუხა: “- მასკერანო. იგი განსხვავებულად ხედავს ფეხბურთს. რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდე მასთან ის ყოველთვის რაღაც ახალს მეუბნება. მან ისეთი რაღაცეები იცის რაზეც შენ არასდროს არ გიფიქრია. ის საუკეთესოდ ხედავს თამაშს.”

“- ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის ოდესმე ისე ითამასებდა, როგორც ახლა. მისი მნიშვნელობა ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდია.იგი განსაკუთრებულია, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ხავიერ მასკერანო იმ 4 წლის მანძილზე, რაც მე ბარსელონას მწვრთვნელი ვარ საუკეთესო ტრანსფერია.”_ თქვა პეპ გვარდიოლამ.

 

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში