workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
22 ფეხბურთელი გაემგზავრება ლონდონში

22 ფეხბურთელი გაემგზავრება ლონდონში

პეპ გვარდიოლამ განაცხადში შეიყვანა პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და ოიერი, ბარტრა, მონტოია და ტელიო ”ბარსა ბ”-დან. განაცხადშია სეიდუ კეიტაც, რომელმაც ”ლევანტესთან” მატჩი გამოტოვა. თამაშის უფლების მიღების შემდეგ იბრაჰიმ აფელაი პირველად გაჰყვება გუნდს სტუმრად გასამართ მატჩზე.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში პეპ გვარდიოლას 22 ფეხბურთელი ჰყავს მომზადებული. პირველი გუნდის 18 წევრთან ერთად განაცხადში მოხვდნენ ოიერი, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა და კრისტიან ტელიო. განაცხადშია სეიდუ კეიტაც, რომელსაც დღეს ექიმებმა თამაშის უფლება დართეს (მან გამოტოვა ”ლევანტესთან” მატჩში მარჯვენა ფეხის ბარძაყში დისკომფორტის გამო) და იბრაჰიმ აფელაი, რომელიც სექტემბრის შემდეგ პირველად გაემგზავრება სტუმრად მატჩის გასამართად.

ვარჯიში 23 ფეხბურთელით

ლონდონში გამგზავრების წინ პეპ გვარდიოლას ბოლო ვარჯიშზე 23 ფეხბურთელი ჰყავდა. თანაგინდელებთან ერთად ვარჯიშობდა მარკ მუნიესაც. ევროთასების შეხვედრაზე, როგორც ყოველთვის პეპმა მესამე მეკარეც შეიყვანა განაცხადში. სხვა მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ მასკერანოს და პუიოლს ყვითლის მიღების შემთხვევაში განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

გუნდი, რომელიც ლონდონში დღეს გაფრინდება ბარსელონაში ხუთშაბათს დაბრუნდება, კლასიკოს გამართავამდე 2 დღით ადრე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward