მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”თავდაპირველად ”ჩელსი”

მასკერანო: ”თავდაპირველად ”ჩელსი”

მასკერანომ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახლა შეცდომა იქნება კლასიკოზე ფიქრი, რადგან გუნდს წინ ელი მატჩი ”სტემფორდ ბრიჯზე”. ”ჩვენ ცოტატი ჩემპიონატის გვერდზე გაწევა და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება გვსურს, რადგან შანსი გვაქვს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლის”.

კვირის პრეს-კონფერენციაზე საუბრისას მასკერანომ საკუთარი აზრი დააფიქსირა ურთულესი კვირის წინ, სადაც გუნდისთვის ბევრი რამ გადაწყდება ჩემპიონთა ლიგაში და ასევე ესპანეთის ჩემპიონატში.

მასკერანომ აღნიშნა, რომ ”სტემფორდ ბრიჯზე” დაფიქსირებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2 მატჩიან დუელში. ”ჩვენ გველოდება ძალიან რთული დაპირისპირება, სადაც ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პირველი მატჩის შედეგზე. ”ჩელსი” ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან.

”ჩელსი” პირველ რიგში

”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხშაბათს გასამართი შეხვედრაა, შემდეგ ვიფიქრებთ ”რეალთან” მატჩზე. ეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალია და ფინალში გასვლსი დიდებული შანსი გვაქვს. დიდი შეცდომა იქნება ”რეალთან” გასამართ შეხვედრაზე კონცენტრირება, რადგან ოთხშაბათის თამაში ძალიან რთულია და ბევრს გადაწყვეტს 2 რაუნდიან დაპირისპირებაში”.

არგენტინელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეცდომის უფლება არ აქვს სეზონის ამ ეტაპზე. მასკერანო თანაგუნდელების ბრძოლისუნარიანობით მოხიბლულია, როგორც ეს ”ლევანტესთან” მატჩში იყო. ”რწმენას ადამიანი ბოლოს კარგავს და ჩვენ გვჯერა ჩვენი შანსის. ზოგიერთი რამ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან ეს ფეხბურთია, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ნათელია, რომ ”ლევანტესთან” გამარჯვება ძალებს გვმატებს, რადგან შევინარჩუნეთ გუნდური სულისკვეთება და ვაგრძელებთ სირთულეებთან გამკლავებას”.

მასკერანო წინასწარ არ ანგარიშობს იმას, თუ კლასიკოში გამარჯვების შემდეგ გუნდს ექნება ჩემპიონობის შანსი. ”ჩვენ ვიცით, რომ ჩემპიონატის დარჩენილ ყველა მატჩში გამარჯვების შემთხვევაშიც შეიძლება ვერ გავხდეთ ჩემპიონები. ”რეალს” 4 ქულიანი უპირატესობა აქვს. ვნახოთ, დავამარცხებთ თუ არა მათ შაბათს. ყველაფერი ჩვენს ხელში არაა. ახლა ყველაზე რეალური ოთხშაბათს, ”სტემფორდ ბრიჯზე” გასამართი შეხვედრაა”.

მომატების სურვილი

ბოლოს მასკერანომ განაცხადა, რომ საკუთარი ფორმით კმაყოფილია. ”როცა ფეხბურთელი რეგულარულად თამაშობს და გუნდი აჩვენებს კარგ ფეხბურთს, მაშინ ინდივიდუალური დონე იმატებს. მე ვთამაშობ გუნდში, სადაც ფეხბურთელის სრულყოფილებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ გუნში ყველა ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, აჩვენოს საუკეთესო ფეხბურთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, განსაკუთრებით კი სეზონის ამ ნაწილში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში