მახაჩკალის ”ანჟის” ჰოანლდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარი აზრი გამოთქვა კატალონიური ”ბარსელონას” წარმატებების შესახებ.
”შესანიშნავი ფეხბურთის გათვალისწინებით, რომელსაც ”ბარსელონა” აჩვენებს მე, სიმართლეს თუ ვიტყვი ამ გუნდის ხილვა ყველა ტურნირზე მსურს. ბევრი ამბობს, რომ ”ბარსელონა” ყველაფერს იგებს და ეს მოსაწყენია, მაგრამ თუკი გარჩევას სერიოზულად დავიწყებთ, მაშინ ვნახავთ, რომ გუნდს არაჩვეულებრივად დალაგებული ტაქტიკური დისციპლინა აქვს. როგორც მწრთნელს, ეს მე მხიბლავს. გუნდში ძალიან ბევრი ვარსკვლავია, თუმცა ისინი ყველაფერს გუნდური წარმატებისთვის აკეთებენ. მსოფლიოში არ არის გუნდი, რომელიც ასე იცავს ხაზს. ისინი საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ, რაც კი მინახავს. დღეს მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი აკადემია გქონდეს, ”ბარსაში” კი სულ საკუთარი აღზრდილები თამაშობენ. ”ბარსა” არ ერიდება იმ ფეხბურთელების პირველ გუნდში გადაყვანას, რომლებმაც ახლა დაამთავეს აკადემია. ისინი ამ სისტემით მუშაობენ მუდმივად” – განაცხადა გუს ჰიდინკმა.



