მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ჩელსისთვის” მზადება დაიწყო

”ჩელსისთვის” მზადება დაიწყო

გუნდი ვალენსიიდან ბარსელონაში დღეს დილით დაბრუნდა და მზადებას შეუდგა ”ჩელსისთან” გასამართი შეხვედრისთვის.

”ლევანტესთან” რთული გამარჯვების შემდეგ გუნდი ბარსელონაში დღეს დილით დაბრუნდა. აეროპორტში დაშვებისთანავე გუნდი სავარჯიშო მოედნისკენ გაემართა. დატვირთული გრაფიკის გამო ფეხბურთელებს მოდუნების უფლება არ აქვთ. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონა” ლონდონში დაუპირისპირდება ”ჩელსის”.

კეიტა გუნდს შეუერთდა

ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ თამაშობდნენ ”ლევანტეს” წინააღმდეგ მსუბუქად იტვირთებოდნენ, დანარჩენი კი სრული დატვირთვით, მათ შორის სეიდუ კეიტა. იბრაჰიმ აფელაიმ, რომელმაც ექიმებისგან უკვე მიიღო თამაშის უფლება სრულად ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილოება ”ბარსა ბ”-ს 9 ფეხბურთელმა მიიღო – ტელიო, მონტოია, მასიპი, კარმონა, არმანდო, როსელი, სერხი გომესი, გუსტავო და ესპინოსა.

შემდეგი სავარჯიშო სესია ხვალ, შუადღით გაიმართება ლონდონში გამგზავრების წინ. ”ბარსელონასა” და ”ჩელსის” შორის შეხვედრას ოთხშაბათს, 22:45 საათზე დაიწყება.

                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=KbeOGskKEdc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში