მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ლევანტე” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ლევანტე” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი საკუთარ ფეხბურთელებს მოუწოდებს არ იფიქრობ ”ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაზე და კონცენტრაცია ”ლევანტეზე” მოახდინონ. გვარდიოლას სწამს ”სიუტატ დე ვალენსიაზე” გამარჯვებს, რადგან ”სხვა შემთხვევაში ”რეალთან” მატჩის წინ ჩვენ ტრიუმფის არავითარი შანსი არ გვექნება”.

გვარდიოლა შაბათის მატჩს ძალიან მნიშვნელოვანად მიიჩნევს. მან იცის, რომ შემდეგ მატჩი პრიმერაში, მადრიდის ”რეალთან” ძალიან რთული იქნება და ამიტომაც ”მე ვფიქრობ, რომ უძლიერეს გუნდთან მოგვიწევს თამაში და კარგად უნდა მოვერგოთ მოედანს და მეტოქეს”. მიუხედავად იმისა, რომ წინ ”ჩელსისთან” და ”რეალთან” გასამართი შეხვედრებია გვარდიოლა არ გეგმავს ვარსკვლავების დასვენებას: ”ვიცით, რომ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე გვსურს და უძლიერესი შემადგელობით უნდა ვითამაშოთ. თუკი სხვაობა 10 ქული იქნებოდა ჩჩვენ კონცენტრირებას ერთ ტურნირზე მოვახდენდით, მაგრამ ამჟამად მატჩი ”ლევანტესთან” უმნიშვნელოვანესია”.

პეპი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს იმას, რომ ლიდერმა სხვაობა არ უნდა გაზარდოს: ”თუკი ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, მაშინ ”რეალთან” შეხვედრას აზრი არ ექნება” – განაცხადა გვარდიოლამ. ”ჩვენ უფლება არ გვაქვს იმ პატარა შანსის გაშვების, რაც გვაქვს. ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელებისთვის მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო”.

პუიოლი 34 წლისაა

 

მწვრთნელმა ასევე კარლეს პუიოლზეც ისაუბრა, რომელსაც 34 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის მილოცვის შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა: ”ის ისეთ ფეხბურთელად რჩება, რომელსაც კარიერის დასრულების შესახებ ორგანიზმი შეატყობინებს. პირველივე დღიდან, როცა ის აქ მოვიდა მუდმივად ფეხბურთის თამაში სურდა. თუკი ტრავმები გვერდს აუვლის, მაშინ კიდევ დიდი ხანი შუეძლია თამაში”.

მისტერი ასევე ძალიან მოხარულია სერიოზული ტრავმის შემდეგ აფელაის დაბრუნებით: ”ის ძალიან სასაერგებლო ფეხბურთელია. ახლა ის მუხლჩაუხრელად მუშაობს, რათა ფორმა აღიდგინოს”.

ბოლოს კი პეპმა ერიკ აბიდალის შესახებ გააკეთა განცხადება: ”იმ ინფორმაციის თანახმად, რაც მე მაქვს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, არავითარი პრობლემა არაა. ეს საუკეთესო სიახლეა ჩვენთვის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში