ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ მის გუნდს ძალუძს ლა ლიგის ტიტულის აღმართვა სეზონის ბოლოს. იტყობინება ესპანური პრესა.
სერხიო ბუსკეტსი პეპ გვარდიოლას მხოლოდ იმაში დაეთანხმა, რომ ურთულესა “რეალზე” გადასწრება, მაგრამ იქვე დაუმატა, რომ შეუძლებელი სულაც არაა. მისი თქმით, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” შესწევთ გამარჯვების ძალა.
“რა თქმა უნდა, ძალიან რთულია “რეალის” გადასწრება, მაგრამ ამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. მართალია, წინა სეზონებში ჩვენ გავხდით ჩემპიონები, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. გუნდის მიზანია დარჩენილ 6 შეხვედრაში 18 ქულის აღება”. დაასრულა სერხიო ბუსკეტსმა.



