მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ხეტაფე”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”ხეტაფე”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

მწვრთნელმა გამარჯვება ერიკ აბიდალს მიუძღვნა, რომელმაც გუშინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ”მე მოხარული ვარ დღევანდელი თამაშით, რადგან რთულია შეტევა, როცა მეტოქე 9 კაცით დაცვაში დგას” – განაცხადა პეპმა.

ხოსეპ გვარდიოლამ ერიკ აბიდალის გამხნევება სცადა, რომელმაც გუშინ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ”ხეტაფესთან” გამარჯვება მწვრთნელმა ფრანგს მიუძღვნა. ”ჩვენ მოხარულები ვართ იმის გამო, რომ ამ გამარჯვების მიძღვნა აბიდალისთვის და მისი ბიძაშვილისთვის შეგვიძლია. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ვიცოდით, რომ ის ოპერაციას იკეთებდა”.

პეპი კმაყოფილია ფეხბურთელების თამაშით, რომლებიც ”ნოუ კამპზე” დაცვაში ძლიერ გამაგრებულ მეტოქეს დაუპირისპირდნენ: ”ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან ადვილი არაა ასეთ დაცვით გუნდთან თამაში. ჩვენ მოთმინება გამოვიჩინეთ, გავიტანეთ გოლი ძალიან ადრე და შევქმენით საგოლე მომენტები… ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს. ყოველთვის რთულია იმ გუნდთან შეტევა, რომელიც 9 კაცით იცავს თავს”.

”ლევანტეზე” ფიქრის დროა

მწვრთნელმა იცის, რომ ის ”გავლენას ვერ მოახდენს” მადრიდულ დერბიზე, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ”გუნდმა საკუთარ კარგ სერიაზე უნდა იფიქროს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დარჩენილ გასვლით შეხვედრებზე, ისეთებზე, როგორიც ”ლევანტე” და ”რაიოა”. ის ორი თამაში მნიშვნელოვანი იქნება”.

შექება პუიოლს

კარლეს პუიოლის პარასკევს 34 წლის ხდება. გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”მას კვლავ შეუძლია ფეხბურთის თამაში. ის ამისთვის ცხოვრობს და ის საკუთარ თავზე ზრუნავს. ის ყოველ ვარჯიშზე ისე იხარჯება, თითქოს უკანასკნელი იყოს და ის ისე თამაშობს, როგორც კარიერის დასაწყისში. მე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, თანაც გასული ურთულესი სეზონის შემდეგ. ეს მეხმარება იმაში, რომ კარლესის კარიერა კვლავ გაგრძელდება და ეს იქნება კარგი მისთვის და ”ბარსასთვის”.

”სარაგოსასთან” მატჩის მსგავსად პეპმა პედრო როდრიგესი კვლავ შეაქო: ”ჩვენ გვჭირდება მისი გოლები სეზონის ბოლომდე. კარგია, რომ ის იბრუნებს რწმენას და გულშემატკივერბი ამხნევებენ მას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში