ხოსეპ გვარდიოლა განაგრძობს რეკორდების დამხობას მას შემდეგ, რაც კატალონიურ კლუბს ჩაუდგა სათავეში. “ხეტაფესთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პეპი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოაგებინა გუნდს ლა ლიგაში. ხოსეპსაც და ფრენკ რაიკაარდსაც ამჟამად 112-112 გამარჯვება აქვთ. კატალონიელმა სპეციალისტმა ამ ნიშნულს სულ რაღაც 146 შეხვედრაში მიაღწია. მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი 76.8%-ია, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესოა. ჰოლანდიელი მწვრთნელის პროცენტულობა კი 56.9% იყო.
მხოლოდ 10 მარცხი
გვარდიოლას გუნდის მოგებათა რაოდენობა გამაგნებელია, მაგრამ კიდევ უფრო განსაცვიფრებელია მათი წაგებათა რიცხვი. ჩატარებული 146 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 10 წააგო და 24 ფრედ დაასრულა. გუნდმა 392 გოლს მოუყარა თავი და გაუშვა 103. 4 სეზონის განმავლობაში პეპის ბიჭებმა 354 ქულა დააგროვეს ეროვნულ ჩემპიონატში და აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეზონის დასრულებამდე კიდევ 6 მატჩია დარჩენილი.
გვარდიოლას მხოლოდ ლეგენდარული იოჰან კრუიფის რეკორდის დამხობაღა დარჩნა, რომელიც მდგომარეობს 183 მატჩის მოგებაში, შესაძლო 306-დან.

