მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერი” აფელაით და ადრიანოთი დაინტერესდა

“ინტერი” აფელაით და ადრიანოთი დაინტერესდა

კატალონიურმა გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანის “ინტერს” სურს გადაიბიროს კატალონიის “ბარსელონას” ერთბაშად ორი ფეხბურთელი. “ნერაძურის” ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება იბრაჰიმ აფელაით და ადრიანო კორეიათი სურს.

 

აფელაის ყიდვა, რომელიც ახლა გამოჯანმრთელების ბოლო სტადიაშია მარცხენა მუხლზე მძიმე ტრავმის შემდეგ, “ბლაუგრანას” 2010/11 წლის სეზონის სატრანსფერო ფანჯრისას 3 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც “ლა სტამპა” იტყობინება, “ინტერი” 8 მილიონ ევროს ამზადებს, რათა დაითანხმოს “ბარსა” ფეხბურთელთან განშორებაში.

 

ახალგაზრდების წარმატებულმა გამოსვლამ, როგორებიც არიან ისააკ კუენკა, კრისტიან ტელიო და განსაკუთრებით ტიაგო ალკანტარა, შეიძლება გადააწყვეტინოს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას აფელაისთან განშორება.

 

იტალიურ გრანდს ეიმედება ჰოლანდიელი ფეხბურთელის, რადგან მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მილანში ასევე ფიქრობენ, რომ ადრიანო კორეიას სრული პოტენციალი აქვს იმისა, რომ შეცვალოს დუგლას მაიკონი, რომელმაც ამ ბოლო ხანებში აშკარად მოუკლო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში