მატჩის დასრულების შემდეგ ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა მოედნის საფრის, პედრო როდრიგესის და პრიმერაში ორივე გუნდის შანსების შესახებ.
მეტოქის სირთულე
”ჩვენ ვთვლიდით, რომ მატჩი ადვილი არ იქნებოდა პირველ რიგში მეტოქის გამო, რომელმაც ბოლო თვეში შესანიშნავი გამძლეობა და ხასიათი აჩვენა. ჩემპიონთა ლიგის დაღლილობის გათვალისწინებით სიამაყით ვივსები ჩემი გუნდის მოპოვებული გამარჯვებით”.
აყვავებული საფარი
”ჩვენ რა თქმა უნდა დამოკიდებულები ვართ საფარზე და გადავწყვიტეთ წუწუნის ნაცვლად მოედნის მდგომარეობას შევჩვეოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ამასთან დაპირისპირება მოგვიწევდა, მაგრამ მშრალი და მაღალი საფარი მხოლოდ ჩვენ არ გვიშლიდა ხელს”.
ბრძოლა ჩემპიონატში
”ყველაფერი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა ვიყოთ ძალდამტანები. სეზონის დასასრულამდე 11 მატჩი დარჩა. წინ ”ხეტაფე” გველოდება, რომელთანაც ადვილი მატჩი არ გვქონდა. ჩვენთვის ყოველი მომდევნო მატჩი ფინალია და შევეცდებით ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს, ბოლო კი ვნახავთ, თუ სად მივალთ”.
სესკი და ალვესი
ასევე აღსანიშნია, რომ მეორე ტაიმში დანი ალვესი ბარძაყის ორთავა კუნთი არსებული ტკივილის გამო შეცვალეს. კვირას ფეხბურთელი დამატებით ტესტებს ჩაიტარებს, რათა დაზიანების ხარისხი შეფასდეს. ამავდროულად მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო სესკ ფაბრეგასმა, რომელიც სამშაბათს, ”ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.



