ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეხუთედ გასვლის შემდეგ პეპ გვარდიოლამ შეაქო საკუთარი ფეხბურთელები და აღნიშნა, რომ მწვერვალზე გაჩერება ყოველთვის რთულია.
”ჩვენ მეტოქეობას გვიწევდა გუნდი, რომელსაც 7-ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული. ”მილანის” შემადგენლობაში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. კარისკენ დარტყმების სტატისტიკა 21:3 ჩვენს სასარგებლოდაა. მეორეს მხრივ, თუკი დღეს ვინმე სტადიონზე იმ აზრით მოვიდა, რომ ჩვენ დიდი ანგარიშით მოვიგებდით და ”მილანი” საკუთარ ნახევარს იქით არ გადმოვიდოდა ძალიან შეცდა. ჩვენ გვყავდა ძალიან სახიფათო მეტოქე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს”.
”სეზონი ყოველთვის გრძელია და მისი მიმდინარეობისას ბევრი რამ ხდება. მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენ მთავარი ფავორიტები ვართ. ტიტულისთვის იბრძვის ”ბაიერნი”, ასევე 1/2 ფინალში გავა ”რეალი”. ბოლო 3 წელში 2-ჯერ მოვიგეთ ლიგა, დღეს კი ზედიზე მეხუთედ გავედით 1/2 ფინალში. ყველაზე რთული ასე გაგრძელებაა. მოიგო ერთი რამ სავსებით შესაძლებელია, თუმცა გაიმეორო მიღწევა ძალიან რთულია. ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავად ირჯებიან”.
”ჩვენ 1/2 ფინალში მთელი გუნდის ძალისხმევით გავედით. ფეხბურთელების მოქმედებაზე სიტყვებზე მეტად მოედანზე მათი თამაში მეტყველებს. ჩვენ უკვე მოვიგეთ 3 ტიტული, გავედით თასის ფინალში, ვიბრძვით პრიმერას ოქროს მედლისთვის, ასევე მონაწილეობას მივიღებთ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში”.



