თვითმფრინავი, რომელშიც “ბარსას” დელეგაცია ისხდა, ესპანეთის დროით 11:45 საათზე ბარსელონას აეროპორტში დაეშვა. გუნდი პირდაპირ “კამპ ნოუზე” გაემგზავრა, სადაც ფეხბურთელები “ატლეტიკთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებენ.
“ბარსელონა” სამშობლოშია. გუნმა სასტუმრო 9:10 საათზე დატოვა, 10:30 საათზე მილანიდან გამოფრინდა და 11:45 საათზე “ელ პრატის” აეროპორტში ამოჰყო თავი. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანამ” ესპანეთში დაგეგმილი გაფიცვების გამო სამშობლოში დროულად დაბრუნება ვერ მოახერხა. მათ “ინტერის” ბაზაზე ივარჯიშეს.
ახლა დადგა დრო, რომ ფეხბურთელები ლა ლიგის მატჩისთვის მოემზადონ. როგორც უკვე გითხარით, გუნდი აეროპორტიდან პირდაპირ “კამპ ნოუზე” გაემართა. ვარჯიში ადგილობრივი დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი. მოგვიანებით პრეს-კონფერენციას გამართავს პეპ გუარდიოლა.


