“აპოელის” მეკარე, ურკო პარდო თავის დროზე “ბარსელონას” დუბლებში გამოდიოდა. ახლა პარდოს გუნდი “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში მადრიდის “რეალს” უპირისპირდება. ექს-“ბარსელონელს” იმედი აქვს, რომ კუნძულელები “სამეფო კლუბს” გათამაშებიდან გამოთიშავენ.
“ჩემი გულის ნაწილი “ბარსელონაში” რჩება, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენ “რეალს” გამოვაგდებთ. ჩვენ ტურნირის 1/4 ფინალში გავაღწიეთ, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი.” – განაცხადა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში “აპოელსა” და “რეალს” შორის დღეს, 27 მარტს, კვიპროსელების სტადიონზე გაიმართება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “აპოელმა” 1/8 ფინალში გათამაშებიდან გააგდო “ლიონი”, რომელიც წლების განმავლობაში “სამეფო კლუბის” ე.წ. “აქილევსის ქუსლი” იყო.


